გოკა გაბაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს დამცინავად არ უნდა ეპყრობოდეს!
"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას, რომელიც მან "რეაქციაში" გააკეთა, ყურადღებას ამახვილებს მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობაზე.
გოკა გაბაშვილის განცხადებით,აგრესია გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებით,რადგან ყოფილი პრემიერი მარგველაშვილის ქმედებით უკმაყოფილოა.
"მას ეუბნებიან,რომ აქვს მხოლოდ იმის უფლება უნებართვოდ გასვენებაში და მისალოცად მივიდეს. არამგონია,რომ ეს სერიოზული დამოკიდებულება იყოს ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ.
მე ის მომწონს თუ არ მომწონს, ძალიან ბევრ საკითხში არ მომწონს, ძირითად საკითხებში,როგორც საგარეო,ისე შიდა პოლიტიკურში, მიუხედავად ამისა, ის საქართველოს პრეზიდენტია და როცა ასე დამცინავად ეპყრობა პოლიტიკური გუნდი და აბუჩად იგდებს, ეს მეც კი არ მომწონს",–განაცხადა გაბაშვილმა.