ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ალექსანდრე ახალკაცი განათლების მინისტრს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

ალექსანდრე ახალკაცი განათლების მინისტრს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

   არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" დამფუძნებელი ალექსანდრე ახალკაცი ვლადიმერ პაპავას განცხადებას და სტუდენტთა იმ ჯგუფს ეხმიანება, რომლებიც საპროტესტო აქციას მართვენ უნივერსიტეტის დასაცავად.

   -"ვეხმაურები, ჯერ უნივერსიტეტის რექტორის ბატონ ვლადიმერ პაპავას განცხადებას და ასევე სტუდენტთა იმ ჯგუფის განცხადებას რომლებიც დღეს საპროტესტო აქციას მართვენ უნივერსიტეტის დასაცავად. საქმე იმაშია, რომ მაღლივი კორპუსის გვერდით შენდება გაზგასამართი სადგური, რაც იწვევს არა მხოლოდ ინტერიერის დამახინჯებას, ( შესაძლო იყო ამ ტერიტორიის უნივერსიტეტისათვის გადაცემა და იქ საჭირო და აუცილებელი ობიექტების აშენება) არამედ პირდაპირ იანს აყენებს იმ სამომავლო პროექტებს, რომლს განხორცილებასაც მთავრობა დაპირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტობას. ჩვენ ვერ ავაშენებთ ევროპული დონის უნივერსიტეტს, თუ მას არ ექნება სერიოზული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და ასე შემდეგ. 

   განათლების სისტემა უნდა იყოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი. განათლებს სამინისტრო არცერთი ხელისუფლების არაა და ვინ იქნება მინისტრი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ჩვენი საზოგადოების იმ,,ბანკის" შექმნაზე უნდა მუშაობდეს, რომელიც ქვეყანას ნამდვილ ევროპულ, დასავლური ღირებულებების სახელმწიფოდ აქცევს. საბჭოთა ხელისუფლებები წლების მანძილზე ცდილობდნენ ,,ჩამოეშალათ" საქართველოს ის ფუნდამენტი, რომელსაც უნივერსიტეტი ერქვა, მათ ეს ვერ შეძლე და დღეს ძალით ნუ ვიზამთ იმას, რომ უნივერსიტეტი გადაიქცეს ერთ უბრალო დაწესებულებად. 

   მოვუწოდებ განათლების მინისტრს დროულად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე!"

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: