ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მარგველაშვილმა სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მარგველაშვილმა სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

  აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


  "მის აღმატებულებას, სომხეთის პრეზიდენტს ბატონ სერჟ სარგსიანსთქვენო აღმატებულებავ!

  პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - სომხეთის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს  და ვუერთდები სომეხი ხალხის დღევანდელ ზეიმს.

  ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ათასწლეულობით იზომება. საქართველოში პატივს მიაგებენ თქვენი ქვეყნის დიდ კულტურასა და ისტორიას, მის თანამედროვეობას. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ - მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.

  მსურს დაგარწმუნოთ, რომ მზად ვარ დაუღალავად  ვიშრომო ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები მოძმე სომეხ ხალხს. პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი"- ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: