ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გაქცეული პატიმარი გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა

გაქცეული პატიმარი გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა

   როგორც უკვე ცნობილია, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა. ფაქტთან დაკავშირებით  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

    "გეგუთის N 14  სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ (დაბადებული 16.06.1980 ), რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას  მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

   ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად  მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.  მომხდარს ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.  პატიმრის დასაკავებელ ღონისძიებებში  ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. მსჯავრდებულის მიმართ, საქმეზე  დაწყებულია გამოძიება    სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა  მიმართ - 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009  წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას     შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ნებისმიერ ახალ ცნობას მომხდართან დაკავშირებით  დაუყოვნებლივ მიაწვდის მედიას და საზოგადოებას"–აღნიშნულია განცხადებაში.

 

   ამ დროისთვის კი ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი რუსლან სოსელია დაკავებულია.

   მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა.

   რუსლან სოსელიას მიმართ დაწყებულია გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა  მიმართ - 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: