ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დიმიტრი ხუნდაძე: პატიმარი საკუთარი სურვილისამებრ არ უნდა გადაადგილდებოდეს!

დიმიტრი ხუნდაძე: პატიმარი საკუთარი სურვილისამებრ არ უნდა გადაადგილდებოდეს!

    საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმრის გაქცევას გამოეხმაურა.

 

    მისი განცხადებით,  პატიმარი საკუთარი სურვილისამებრ არ უნდა გადაადგილდებოდეს. მანვე აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანო შესაბამის სამუშაოს ჩაატარებს.

   "ძალიან ცუდი ფაქტია, არ შეიძლება პატიმარი თავის ნებაზე გადაადგილდებოდეს. ალბათ, ბადრაგიც დაიკითხება და შესაბამისი ორგანოები საჭირო მოქმედებს ჩაატარებენ. სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების დამძიმებაზე საუბარი, ვფიქრობ, გადაჭარბებული იქნება, რადგან შედარება უნდა გავაკეთოთ იმასთან, რაც ორი წლის წინ იყო. 2012 წლამდე პატიმართა რაოდენობა 3-დან 25 ათასამდე გაიზარდა", - განაცხადა ხუნდაძემ.


  ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან მსჯავრდებული რუსლან სოსელია გაიქცა, სადაც ის  სამკურნალოდ იყო მოთავსებული.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: