გიგა ბოკერია: ყოველივე ეს ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნის!

გიგა ბოკერია: ყოველივე  ეს ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნის!

   "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმრის გაქცევის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების შემდეგ პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნის.


  "იმის ნაცვლად, რომ პენიტენციალურ სისტემაში ორგანიზებული დანაშაულის დამარცხების შემდეგ, ახალ ხელისუფლებას ეზრუნა ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, მათ პენიტენციალურ სისტემაში დააბრუნეს ორგანიზებული დანაშაულის კონტროლი. ყველაფერი ეს ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქაალაქეებისთვის ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნის და ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის მავნებლური პოლიტიკისა", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 
  შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული რუსლან სოსელია 21 სექტემბერს, გამთენიისას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა.


  რუსლან სოსელიას მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ – 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
გაქცეული პატიმარი რუსლან სოსელია გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა.
   მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: