მაია ფანჯიკიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

მაია ფანჯიკიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში   ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯკიძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გენერალური ანსამბლეის 69-ე  სესიაში მონაწილეობს.
   საგარეო უწყების ცნობით, მაია ფაბჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ შეხვერებს დაესწრება.
  "სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვედრებს გამართავს გაეროს 69-ე სესიის პრეზიდენტთან სამ კუტესასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან პრინც ზაიდ ბინ რაადთან, რომელმაც კომისრის თანამდებობაზე ნავი პილაი შეცვალა. მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს ჰუგო ჰანს სიბლეზს.
  ასამბლეის ფარგლებში გაიმართება შეიარაღებით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია. გაეროს აღნიშნულ ხელშეკრულებას, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, საქართველო წელს შეუერთდება. ასაბლეის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სუამის ქვეყნების მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებას საგარეო საქმეთა მინისტრი. გაიმართება სუამი-ამერიკის შეხვედა.
  გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ასევე დაესწრება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა სამუშაო ლანჩს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან, ასევე ამერიკა-ადრიატიკის, ამერიკა-ბალტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება ევროკავშირის მიღებას და ასევე გამართავს საქმიან სადილს ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ამერიკაში ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლებს.
   საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სიტყვით მიმართავს MOMA-ს მუზეუმში ქართული კინოსადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გამართული მიღების მონაწილეებს",-აცხადებენ სამინისტროში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: