ლეონარდო დიკაპრიო კვლავ თავისუფალია
ლეონარდო დიკაპრიო მეგობარ გოგონას დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.
როგორც ცნობილი, 37 წლის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო თითქმის ერთი წელია "ვიკტორია სეკრეტის" შესანიშნავ მოდელს ერინ ჰეტერტონს ხვდება.
"ისინი რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ ", - ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო. მისი თქმით, მათ ცუდი ურთიერთობა არ აქვთ და მეგობრებად რჩებიან.
დიდებული წყვილი საზოგადოებაში წინა წელის დეკემბერში გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც "ტიტანიკის" ვარსკვლავი მორიგ ქერა ლამაზმანს ბლეიქ ლაივლის დაშორდა.
სუპერვარსკვლავს მანამდე ურთიერთობა ჰქონია ასევე მოდელებთან გისლი ბანდჩენთან და ბარ რაფაელისთან.
ასე რომ, ვინ იქნება შემდეგი?