კახი კახიშვილი: ამ სისტემას ცოდნის გარეშე ვერ მართავ!
სასჯალაღსრულების სისტემაში არსებული ვითარებას "არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ეხმაურება.
"ძალიან ბევრი პრობლემა იყო სასჯელაღსრულებაში. იყო მენტალური პრობლემა, როდესაც წესრიგის უზრუნველყოფა ხდებოდა ადამიანების ცემის, წამების, მკვლელობის საფუძველზე.შემდგომში მოხდა არჩევნები და სუბარმა, ეტყობა, ვერ აიღო ხელში ბერკეტები და ამაზე არა ერთხელ მისაუბრია. ეს არის ძალიან რთული სისტემა. ამ სისტემის შესწავლას სჭირდება წლები და ბუნებრივია, თუ ცოდნა არ გაქვს, ვერ მართავ ამ სისტემას",-აცხადებს კახიშვილი.
ცნობისთვის, ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე აუდიოფაილი გამოქვეყნდა. როგორც გადაცემაში აღინიშნა, ჩანაწერები, ძირითადად, 2013 წელსაა გაკეთებული.