დავით სერგეენკო ამერიკელ კოლეგას სილვია მეთიუს ბერუელს შეხვდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
სერგეენკო ამერიკელ კოლეგას სილვია მეთიუს ბერუელს,პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდება. სერგეენკო და დანელია 26 სექტემბერს გლობალური ჯანდაცვის, უსაფრთხოების სამიტს დაესწრებიან. დელეგაციაში შედიან სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც.
"საქართველო უკვე ჩაერთო წელს გლობალური ჯანდაცვის, უსაფრთხოების ღონისძიებებში, ეს მოიაზრებს ინფექციების კონტროლს ქვეყნების მასშტაბით და ასევე იმ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების განხორციელებას, რომელიც არის გარემოსდაცვითი, სოფლის მეურნეობისა და ადამიანის ჯანმრთელობის",-განაცხადა სერგეენკომ.