"ნაციონალებმა" ჭიკაიძე ისევ მიზანში ამოიღეს

"ნაციონალებმა" ჭიკაიძე ისევ მიზანში ამოიღეს

  "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და უშუალოდ სოზარ სუბარის როლთან დაკავშირებით. ამასთან, პარტია პარლამენტში შს მინისტრის გამოცხადებას მოითხოვს. 

 

  "საზოგადოებამ მოისმინა სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემას მთლიანად მართვენ კრიმინალური ავტორიტეტბი და არა სახელმწიფო.დუმილის უფლება, რომელისაც უკვე მესამე დღეა იყენებს მთავრობა, მიუთითებს, რომ ჩანაწერები ავთენტურია, სასჯელერსრულების სამინისტრო უუნარო და სიტუაცია საგანგაშო. იმ ჩანაწერებიდან, რომელიც გაავრცელა ერთერთმა ტელეარხმა, ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად და იდეოლოგად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი, სოლოლაკის შუშის სასახლიდან სწორედ ქურდული ტრადიციების სრული დაცვით მართავს სახელმწიფოს.არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთან და საკუთარ მთავრობასთან. საზოგადოებას კი მოუწოდებს გაგებით მოეკიდოს მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ძარცვა–დაუთოვებას. ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის კონტროლის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას, ამის დასტურია გასულ კვირას საეჭვო გარემოებებში 3 პატიმრის გარდაცვალება. ციხის გარეთ კრიმინალურ ჯგუფებთან გარიგებები, გახსენებთ რემენას, ლავასოღლის მაგალითებს, პროკურორის მანქანის დაწვას, ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლება იწვევს დანაშაულის ზრდას, ძალადობას, რეკეტს, ქუჩის გარჩევებს, დაშინებებს. პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას და ჩამოშლას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. უუნარო პრემიერ მინისტრი, უსუსური და ქვეყნის სასაცილოდ ქცეული შიანაგან საქმეთა მინისტრი 90 წლების კადრებით და რეიდებით ცდილობენ კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციას. პრობლემის დამალვა და უგუვებელყოფა, სტატისტიკის გაყალბება ამ მთავრობის საფირმო ნიშნად იქცა.იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოეფხვრათ ციხეებში არსებული პრობლემები და შეექმნათ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტეური მექანიზმი, მივიღეთ მეორე უკიდურესობა. მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად გადააბარა ქურდებს."ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს: დაიწყოს გამოძიება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. ყველა პირს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს აღნიშნულ დანაშაულში გამოძიების პერიოდში შეუჩერდეს უფლებამოსილება. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში შექმნის სიტუაციაზე პასუხების გასაცემად",– ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: