პეტრე მამრაძე: სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას ამერიკა მხარს არ დაუჭერს!
"სააკაშვილს აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, კერძოდ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციიდან მთლიანად გარიყულია. მას სულ რამდენიმე საკონტაქტო პიროვნებაღა დარჩა - სენატორი მაკკეინი, ნულანდი და ბილ კლინტონი. მაკკეინი იყო 2012 წლის არჩევნების წინ საქართველში ჩამოსული, პოლიტიკური სილა რომ გააწნა სააკაშვილს. როცა სააკაშვილი ყვიროდა, ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, მის უკან რუსული ფულია და ივანიშვილი როგორც მეხუთე კოლონა პუტინის გამოგზავნილია. მაკკეინმა პრესკონფერენციაზე ძალიან მშვიდად და მტკიცედ თქვა: ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, არავითარი რუსული ფული და მით უმეტეს, პუტინის ხელი ივანიშვილის უკან არ დგას.
ასე გააწნა მაშინ პოლიტიკური სილა სააკაშვილს მაკკეინმა. ახლა რაც შეეხება "ნიუ-იორკ თაიმსში" სააკაშვილის ინტერვიუს...პატარა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები არცთუ ისე ხშირად დადიან მანჰეტენზე ასე ეგზოტიკურდ ჩაცმულები, წითელი შარვლითა და მწვანე ბოტასებით, თანაც ველოსიპედით, რომლებიც ასე ეპატაჟურად იქცევიან. ეს უკვე ნებისმიერი კორესპონდენტისთვის მასალაა. სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი ძალიან დამრგვალდა, ღიპი დაედო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა. ვინც კი "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ ამ წერილს წაიკითხავს ეს არანაირად არ არის სააკაშვილის მხარდასაჭერი წერილი.
ამერიკის ადმინისტრაციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც უნდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველამ შესანიშნავად იცის, რომ სააკაშვილმა ისინი მოატყუა 2008 წლის ზაფხულში, მოატყუა ღალატის დონეზე, როცა შენს სტრატეგიულ პარტნიორს ფიცს უდებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოეგები პროვოკაციაზე, არ დაიწყებ სამხედრო ოპერაციებს და შენ ამ ნაბიჯს მაინც დგამ და თანაც ღმად ტოპავ, ბუშმა ეს მიიღო როგორც სააკაშვილის მხრიდან ღალატი, შემთხვევითი არ იყო, რომ 12 აგვისტოს ბუშმა სარკოზის სატელეფონო საუბრისას უთხრა: ნიკოლა, არ წახვიდე საქართველში, აზრი არა აქვს, რუსებს შეუძლიათ ერთ საათში ყველაფერი დასრულონ და თბილისიც აიღონ".
ყოფილი პარლამენტარის , პეტრე მამრაძის თქმით , მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინისთვის იდიოტი იყო.
"ეს არ არის სალანძღავი სიტყვა, არამედ გავლენის აგენტის ის ფორმაა, როცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს რომელიმე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირს და ისე იყენებს, რომ ის უბედური ვერც ხვდება.. ანუ, ადამიანს ჰგონია, რომ პატრიოტულ საქმეს აკეთებს, სინამდვილეში მანიპულირებადია და აკეთებს სხვა სპეცსამსახურების საქმეს ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნობილია, რომ სააკაშვილს საკუთარმა გუნდმა უთხრა, რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ხელისუფლებაში დიდხანს ვერ გავძლებთ და შემდეგ უკვე დაიწყეს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების მოძებნა. სააკაშვილს მერაბიშვილმა უთხრა: თუკი პუტინთან და მის ხალხთან კონფრონტაციას გავაგრძელებთ, დაგვამხობენ. ამიტომ პირადი ურთიერთობები უნდა დავარეგულიროთ. ამის შემდეგ მერაბიშვილი დადიოდა ყალბი პასპორტებით, ხან ბაქოში, ხან მინსკში, თეა თუთბერიძე რომ თეა თუთბრეიძეა, იმანაც კი თქვა საჯაროდ, რომ მერაბიშვილი მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურის სამსახურებზე. სააკაშვილმა ეს იცოდა და ეთანხმებოდა, რადგან მისი პრეზიდენტობა ამ ურთიერთობზე იყო დამოკიდებული",- აღნიშნა მამრაძემ.
- სააკაშვილმა დაანონსა, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში შურისძიება არ იქნება. თქვენ გჯერათ, რომ სააკაშვილი დაბრუნდება? მამრაძე პასუხობს.
- ეს არ არის გამორიცხული, დღეს სააკაშვილის აშშ-ში ყოფნის მიზანია ის, რომ ამტკიცოს , - აი, ხომ ხედავთ, ქვეყანაში სტაგნაციაა, ფაქტობრივად ხელი აიღეს პროდასავლურ კურსზე, ღიად იმას არ ამბობენ, მაგრამ საქმით სხვა საქმეს აკეთებენ, ეკონომიკაში სტაგნაციაა, მთელს საქართველოს ყადაღა დაადეს, მე თვითონ არ ველოდი, რომ ასეე მალე მოგვიწევს დაბრუნებაო. მაქსიმალურად იყენებს, რომ სააკაშვილის წინაშე აღძრულია საქმე, რომ "ცნობილი რეფორმატორის" პოლიტიკური დევნაა, ამას ამერიკული პოლიტისტებლიშმენტი არ ჭამს. გამორიცხულია, სააკაშვილის მობრუნებას ამერიკამ მხარი დაუჭიროს!
წყარო: "კვირის ქრონიკა"