იპოთეკარები ისევ თავის დაწვით იმუქრებიან!

იპოთეკარები ისევ თავის დაწვით იმუქრებიან!

ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკან  იპოთეკარების აქცია იმართება. ისინი ბანკებს მიმართავენ  და ითხოვენ  დაბალპროცენტიანი  სესხი მისცენ , რათა საკუთარი სახლების დაბრუნება შეძლონ.


ამასთან, ისინი  საქართველოს პარლამენტის   თავმჯდომარესთან შეხვედრასაც მოითხოვენ.


როგორც აქციის მონაწილეებმა „ივერიონის“ კორესპონდენტს განუცხადეს , იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის თავმჯდომარე  არ შეხვდებათ, საწვავი მომარაგებული აქვთ და თავს დაიწვავენ!

 

აქციის ერთ-ერთი  მონაწილე იმასაც აცხადებს, რომ  იგი  გაფრთხილების გარეშე გამოასახლეს საკუთარი  ბინიდან.  აქციის მსვლელობისას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი  საოჯახო ინვენტარი გამოიტანილია ბინიდან.


სხვათაშორის, იპოთეკით დაზარალებულები პოლიტიკურ მოთხოვნებსაც აყენებენ. ერთ-ერთი მათგანი ღიად აცხადებს, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრებას სჯობს „პუტინს შევუერთდეთო“:   -„ქართველებო, მოვიდა ის დრო, რომ  პუტინს შევუერთდეთ. ჩვენ ჩვენს მიწა-წყალს არ დავკარგავთ, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობას მივიღებთ. ისეთ ქვეყანაში ყოფნას, როგორშიც ჩვენ ვართ, რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა სჯობს“ - აცხადებს ერთ-ერთი იპოთეკარი.
  
   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: