გიორგობის დღესასწაულზე პატიმრებს შეიწყალებენ
შეწყალების კომისია 17 ან 18 ნოემბერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ძველი შემადგენლობით შეიკრიბება. კომისიის გამართვის შემდეგ, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ტრადიციულად პატიმრებს შეიწყალებენ.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის ძველი შემადგენლობა მომავალ წლამდე უცვლელი დარჩება. შემდეგ კომისიას იანვარში აირჩევენ და მის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება ახალი სახალხო დამცველი", _ განაცხადა ელენე თევდორაძემ.