ლუკა კურტანიძე თანამდებობაზე რჩება
ლუკა კურტანიძე თანამდებობაზე რჩება. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩებიან ის მწვრთნელებიც, რომელთა გათავისუფლებასაც ლუკა კურტანიძე აპირებდა.
"ერთი თვის განმავლობაში შესწავლილ უნდა იქნას ყველა ის საკითხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციას აწუხებს. წარმოადგინონ ის პრეზიდიუმის სხდომაზე. ეს საკითხები განიხილება და სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ გავუშვათ და ვინ - არა. ამ ეტაპზე კი ყველა თავის ადგილზე რჩება", - განაცხადა რურუამ.