გიორგი მარგველაშვილი: აჭარის სტიქიის შედეგებს აჭარის ხელისუფლება სწავლობს!

გიორგი მარგველაშვილი: აჭარის სტიქიის შედეგებს აჭარის ხელისუფლება სწავლობს!

  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარაში სტიქიის შედეგებს გაეცნო. მან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა 36 წლის ამირან სამნიძე, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის დროს დაშავდა.


  გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბათუმში ჩავიდა, რათა აჭარის მთავრობას მხარში ამოუდგეს. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაურს გადასცა, რომ მაშველს ვახტანგ დევაძეს მადლობა გადაუხადონ.


  "დატბორვის მიზეზებს და იმ შედეგს, რაც მოხდა, სწავლობს აჭარის ხელისუფლება. ჩვენ მოვედით, რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას და რომ გვენახა, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. პირველ რიგში, ბუნებრივია, მოვინახულეთ მეწყერის დროს დაზარალებული. ის არის უაღრესად მადლობელი იმ მაშველის, რომელმაც კარგად იმუშავა, ასევე, იმ მედპერსონალის, რომელიც ყურადღებით მუშაობს მასთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

   პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი აჭარის მთავრობის სახლში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მუშაობას გაეცნენ. ამ წუთებში პრეზიდენტი და არჩილ ხაბაძე დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს ხვდებიან. გიორგი მარგველაშვილი ასევე დაათვალიერებს ქობულეთში მეწყრის შედეგად დაზიანებულ ზონას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: