კახა კოჟორიძე:-"ხელისუფლების მხრიდან კეთდება განცხადებები, თითქოს პრობლემები არ არსებობს"

კახა კოჟორიძე:-"ხელისუფლების მხრიდან კეთდება განცხადებები, თითქოს პრობლემები არ არსებობს"

   იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად ციხეებში არსებულ  პრობლემებთან  დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი წვდომა და ინფორმაცია ჰქონდეთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის შექმნა.

 

   -"არასამთავრობო ორგანიზაციები როდესაც ვსაუბრობთ ციხეებში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, ეს იქნება "მაყურებლების" სავარაუდო არსებობა, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან თუ  არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემები,   იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავინახოთ ხელისუფლების მხრიდან  ამ პრობლემების სიღრმისეულად დაინტერესება ან მათი მოგვარებისკენ მიმართული კონკრეტული  ნაბიჯები, კეთდება განცხადებები, თითქოს ეს პრობლემები არ არსებობს,"-აცხადებს კოჟორიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: