"საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება დასრულდა
"საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება დასრულდა. წელს პრემია გაიცა 10 ნომინაციაში. საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს "საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
ლიტერატურული პრემია "საბა 2014"-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში 22 საათზე დაიწყო.
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია საბა გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს, ხოლო წლის საუკეთესო რომანის ტიტული მიიღო ზვიად კავრაცხელიას რომანმა "ფორმა N100" (ინტელექტი).
ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა საბას პრემია გადაეცა გოგი გვახარიას წგინისთვის ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
ნომინაციაში საუკეთესო პიესა პრემია საბა გადაეცა დავით გაბუნიას, პიესების კრებულისთვის.
წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის საბას პრემია გადაეცა არჩილ ქიქოძეს კრებულისთვის "ჩიტის და კაცის ამბავი" (სიესტა);
საუკეთესო პოეტურ კრებულად საბას ჟიურის წევრებმა მიიჩნიეს ეკა ქევანიშვილის "სახლის გაყიდვა". (საუნჯე).
საუკეთესო თარგმანისთვის საბას პრემია მიიღო გიორგი გოკიელმა ლუის კეროლის "ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" თარგმანისთვის (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოურენოვანი თარგმანისთვის დაჯილდოვდა დონალდ რეფილდი ოთარ ჭილაძის "ავალონის" ინგლისური თარგმანისათვის.
ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ჯილდო ორად გაიყო. ლია ლიქოკელი დაჯილდოვდა პოეტური კრებულისთვის, ხოლო პროზაული კრებულისთვის - Toresa Mossy წიგნისათვის "სიბრძნე სიცრუისა" (პალიტრა L);
ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა დაჯილდოვდა თამაზ კვაჭანტირაძე, წიგნისთვის "განსჯანი" (გამომცემლობა "ილიელი").
საბას ჟიურის წევრები იყვნენ: მწერალი ანდრო ბუაჩიძე, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, დრამატურგი მანანა დოიაშვილი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი და პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი.