დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


პანაშვიდისთვის შესაწირი მრევლმა მიცვალებულების სახელზე მიიტანა.


უწმინდესმა აკურთხა პანაშვიდის სუფრა, ასევე ილოცა გარდაცვლილი მეფეების, პატრიარქების, ყველა მართლმადიდებელი გარდაცვლილისთვის და  უფალს მათი სულების ცხონება  შესთხოვა.  პანაშვიდის დასრულების შემდეგ უწმინდესმა შესაწირს ნაკურთხი წყალი ასხურა.

მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელ  დღედ წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების წინა შაბათია შერჩეული. წელს წმინდანის ხსენება 8 ნოემბერსაა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: