დავით ზალკალიანი: უკრაინის პრობლემები ჩვენთვის ნაცნობია!

დავით ზალკალიანი: უკრაინის პრობლემები ჩვენთვის ნაცნობია!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაოლო კლიმკინთან შეხვედრა შეაფასა. როგორც ზალკალიანმა განმარტა, საქართველოსთვის სულ ერთი არ არის როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, სწორედ ამიტომ ქართული მხარე უკრაინულ მხარესთან ორმხრივი კონსულტაციების რეჟიმშია.

   "ყველა ფორმატს ვიყენებთ. გაეროც მნიშვნელოვანი ფორმატია და ამ ფორმატში მოხდა ორმხრივი შეხვედრა. ვისაუბრეთ კოორდინირებულ მოქმედებებზე. მოგახსენებთ, რომ ჩვენ უკრაინელებს ვეხმარებით, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მათ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კონსულტაციები, გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გამოცდილებაზე, ასე რომ, ეს კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც ის პრობლემები, რომლებსაც უკრაინა აწყდება დღეს, ჩვენთვის ნაცნობი პრობლემაა და აქედან გამომდინარე, გაერთიანებული ძალისხმევა აუცილებელია", - განაცხადა ზალკალიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: