ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი მღებრიშვილი: მსჯავრდებულებისა და თანამშრომლების მიმართ მკაცრ ზომებს მივიღებთ!

გიორგი მღებრიშვილი: მსჯავრდებულებისა და თანამშრომლების მიმართ მკაცრ ზომებს მივიღებთ!

   სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ გლდანის ციხეში გიორგი ოქროპირიძესა ("ოქრიკა") და თენგიზ ერისთავის შეხვედრას გლდანის ციხეში ხმაური მოჰყვა. როგორც მღებრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ის როგორც მსჯავრდებულების, ასევე თანამშრომლების მიმართ  მკაცრი იქნება, თუ ბადრაგები თავის საქმეს კეთილსინდისიერად არ შეასრულებენ.

   "მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება კითხვას, დაისჯებოდნენ თუ არა მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ბადრაგები, დღეს ნახეთ კადრები. ის ადამიანები, ვინც მსჯავრდებულის გადაყვანა-გადმოყვანაზე პასუხისმგებლები იყნენ, გაექცათ პატიმარი. ჩვენ დავაკავეთ არა მხოლოდ ისინი, არამედ გავათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდან მათი ხელმძღვანელიც. მე, ისევე როგორც მსჯავრდებულების მიმართ, ჩემი თანამშრომლების მიმართაც ვიქნები მკაცრი", - განაცხადა მღებრიშვილმა.

    ცნობისთვის,  რომ გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ერისთავი და მისი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული "ოქრიკა" ერთ ციხეში იმყოფებიან. მათ შეხვედრას დაძაბულობა მოჰყვა. ფაქტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეესწრო.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: