ვინ განიხილება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტზე?
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის პოსტზე შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა განიხილება. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ ეს ინფორმაცია "რუსთავი 2"-თან საუბარში დაადასტურა.
"კანდიდატად სახელდება ბატონი ზვიად ჯანყარაშვილი. კონტროლს გაუწევს პარტიას, როგორც ფინანსური კუთხით, ამავდროულად მას დაექვემდებარება შიდა კონტროლის სამსახური და ეს იქნება ერთ-ერთი ძლიერი რგოლი, რომელსაც ბატონი ზვიად ჯანყარაშვილი მისი საქმიანობიდან გამომდინარე უხელმძღვანელებს, ის არის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი წევრი. 2012 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული როგორც პარტიულ საქმიანობაში. ასევე იგი იყო შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი", - აღნიშნა კობახიძემ.