ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

  საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

 

"პრეზიდენტმა ერდოღანმა მიღებაზე გენერალურ ასამბლეაში მონაწილე დელეგაციების მეთაურებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საღამოს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე დაესწრნენ",-აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

 

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე - "მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე" სიტყვით გამოვიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: