მაია ფანჯიკიძე: გაეროს ფორმატში ყველაზე მნიშვნელოვანი ლტოლვილების თემაა!

მაია ფანჯიკიძე: გაეროს ფორმატში ყველაზე მნიშვნელოვანი ლტოლვილების თემაა!

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

 

 როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და აგრეთვე იმ სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე, რომელიც უკვე განხორციელებულია საქართველოში.

 

   "ლტოლვილების თემა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გაეროს ფორმატში, რადგანაც მოგეხსენებათ ჩვენ ყოველწლიურად გაგვაქვს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ. ამიტომ მხარდაჭერის მოპოვება ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და არის ჩვენი მუშაობის ერთერთი მთავარი ამოცანა, როდესაც ვიმყოფებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

  ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე - "მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე" სიტყვით გამოვიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: