,,მე მოვალ თქვენთან"-წიგნის პრეზენტაცია შედგება 26 სექტემბერს

,,მე მოვალ თქვენთან"-წიგნის  პრეზენტაცია შედგება 26 სექტემბერს

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების- თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის  ლექსების კრებული ,,მე მოვალ თქვენთან".  მასში ილუსტრაციებად გამოყენებულია ასევე ომში დაღუპული მხატვრების -სანდრო ვაჩეიშვილისა და ვახტანგ თედიაშვილის ნახატები. პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე, რომელიც წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: 

   -,,მათ სიკვდილი დაამარცხეს, რადგან იმ ავადსახსენებელ ოთხმოცდათორმეტში სამშობლოსგან არ გაქცეულან და მუზარადი არა თავის სიცოცხლეს, ქვეყნის ღირსებას გადააფარეს. მათ იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე შეეძლოთ, რადგან ოთარ ჭილაძისა არ იყოს, არ იყვნენ იმ ბედნიერი ერის შვილები, ვისაც სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობა არ ეოცნებებათ". 

   წიგნი ეძღვნება  სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს- 27 სექტემბერს და იგი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ქვეყანა ვალშია ამ გმირების წინაშე, რომ ისინი ბრძოლაში არა დამარცხებულან. ბრძოლა მათ წააგეს, ვინც იმ დღეებში ცისფერ ეკრანზე ადევნებდა თვალს, თუ როგორ იცლებოდა სისხლისგან მისი ქვეყანა  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

   წიგნის  პრეზენტაცია შედგება 26 სექტემბერს, 5 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: