ჯონდი ბაღათურია: "ნაციონალებმა" ჩაიჩოჩეს და ასპარეზი "ქართულ ოცნებას" დაუთმეს!

ჯონდი ბაღათურია: "ნაციონალებმა" ჩაიჩოჩეს და ასპარეზი "ქართულ ოცნებას" დაუთმეს!

 "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ქვეყნის გარეთ ერთი პატრონი ჰყავთ. განცხადება ამის შესახებ პარტია "ქართული დასის" თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

   ბაღათურიას თქმით, ნაციონალებმა "ჩაიჩოჩეს" და ასპარეზი "ქართული ოცნების" წამომადგენლებს დაუთმეს.

 " მიმდინარეობს თბილისელების უკანონო გატყავება. პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ მათ პარკირებიდან მიღებული მილიონები გაუთჯბათ, მაგრამ მათ თავის დროზე შეეძლოთ ეს უკანონო ხელშეკრულება გაეუქმებინათ, ეს არ ეხება მხოლოდ "სითი პარკის წილებს , ანალოგიურად არის ბენზინის წილებში, აფთიაქების შემთხვევაშიც".

    "ქართული დასის"  თავმჯდომარე  საუბრისას კრიმინალების თემასაც შეეხო. მისი თქმით, კრიმინალებია იყვნენ არიან და  სავარაუდოდ იქნებიან კიდეც, მითუმეტს, ციხე, კრიმინალური ავტორიტეტების თავშეყრის ადგილია და მათ ამათზე გავლენა რომ ჰქონდეს გასაკვირი არაფერია.

  ბაღათურიამ ყურადრება მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადებაზეც გაამახვილა.   "დაყადაღებული სიის ჩამონათვალს რომ გადავხედე ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ყოველივე "ნაციონალებისა" და " ქართული ოცნების" თამაშს ჰგავს. თუ მის  საკუთრებაში მხოლოდ ის ქონებაა რომელიც დაყადაღებულ სიაშია, სათქმელიც არაფერია. ისმის კითხვა: რატომ არ მოხვდა მსხვილი კოპანიები დაყადაღებული ქონების ჩამონათვალში?"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: