ირაკლი ღლონტი: - „არ გადიდკაცდეთ ბატონო დავით“!

ირაკლი ღლონტი: - „არ გადიდკაცდეთ ბატონო დავით“!

პოლიტიკური პარტია „რეფორმატორები“-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი ავტომობილების მინების დაბურვის თემას სოციალურ ქსელ „facebook”-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინების დაბურვასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც საჯარო და სახელმწიფო მოხელეებს ეძლევათ საშუალება მანქანის მინები დაბურონ. მინის დაბურვის შემდეგ კი მანქანაში მოთავსებული სახელმწიფო მოხელე საზოგადოებისთვის უხილავი, მიუწვდომელი გახდება.

ღლონტი პირველ რიგში და განსაკუთრებით  მოიუწოდებს თბილსის მერს, რომ არ „გადიდკაცდეს“ და არ დაბუროს მინები, საცობებისგან თავის არიდების მიზნით არ დაუყენოს მანქანას სპეციალური ხმობავანი სიგნალი, რადგან ეს ყველაფერი მის იმჯს შელახავს, რადგან ნარმანიას ხალხი მისი უშუალობის გამო სცემს პატივს.

 „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ ირაკლი ღლონტის სტატუსს, რომელიც მან  საკუთარ „facebook“ გვერდზე გამოაქვეყნა:
ბატონო დავით თქვენ პატივს გცემენ უშუალობის და უბრალოების გამო, არ დაუშვათ ,,გადიდკაცება'', ეს ავნებს თქვენ იმიჯს, ციმციმები, დაბურული შუშები, საცობებისგან თავის არიდების სხვა საშუალებები (სპეციალური ხმოვანი სიგნალები) არ სჭირდება მერს, რომელიც ხალხთან უნდა იყოს ახლოს, თუ თქვენ ვერ ნახავთ როგორია საცობებში დროის კარგვა, ვერ შეხვალთ იმ მძღოლების მდგომარეობაში, რომლებიც ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, თუ არ იქნებით ახლოს ხალხთან და ივლით დაცვა-ამალით, ასე უფრო დაშორდებით მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს, რომელიც იზრდება კლების მაგივრად და საბოლოო ჯამში მიიღებთ კრახს.

გთხოვთ, გაემიჯნოთ ,,გადიდკაცების'' მანიას, რომელიც რთულია, მაგრამ შესაძლებელიც. დარჩით მოსახლეობის სამსახურში და იყავით მათთან ახლოს.

 

                                                                                თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: