პეტრე მამრაძე: "ცნობილი რეფორმატორის" პოლიტიკურ დევნას პოლიტისტებლიშმენტი არ ჭამს!

პეტრე მამრაძე: "ცნობილი რეფორმატორის" პოლიტიკურ დევნას პოლიტისტებლიშმენტი არ ჭამს!

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მისი დაბრუნების შემთხვევაში შურისძიება არ იქნება, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გამოეხმაურა. მამრაძე ექს-პრეზიდენტის დაბრუნებას არ გამორიცხავს და იქვე დასძენს, რომ აშშ სააკაშვილის დაბრუნებას მხარს არ დაუჭერს.

 

   "დღეს სააკაშვილის აშშ-ში ყოფნის მიზანია ის, რომ ამტკიცოს, - აი, ხომ ხედავთ, ქვეყანაში სტაგნაციაა, ფაქტობრივად, ხელი აიღეს პროდასავლურ კურსზე, ღიად ამას არ ამბობენ, მაგრამ საქმით სხვა რამეს აკეთებენ, ეკონომიკაში სტაგნაციაა, მთელ საქართველოს ყადაღა დაადეს, მე თვითონ არ ველოდი, რომ ასე მალე მოგვიწევს დაბრუნებაო. მაქსიმალურად იყენებს იმას, რომ სააკაშვილის წინაშე აღძრულია საქმე, რომ "ცნობილი რეფორმატორის" პოლიტიკური დევნაა, ამას ამერიკული პოლიტისტებლიშმენტი არ ჭამს, გამორიცხულია, სააკაშვილის მობრუნებას ამერიკამ მხარი დაუჭიროს!", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: