გიორგი ვოლსკი: ქონების დაყადაღება წართმევას არ ნიშნავს!

გიორგი ვოლსკი: ქონების დაყადაღება  წართმევას არ ნიშნავს!

   საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი წინა ხელისუფლების წარმომადგენლთა ოჯახის წევრების ქონების და ანგარიშების დაყადაღებაში სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, ქონების დაყადაღება მის გასხვისებას ან წართმევას არ ნიშნავს.

 

  "გადაწყვეტილებას სამართლებრივი კუთხით ვერ შევაფასებ. ის, თუ რამდენად სამართლებრივია აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განმარტონ. არავითარი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ისინი არასწორად მოქმედებენ. ვნახოთ, რა იქნება - ქონების დაყადაღება გასხვისებას ან წართმევას არ ნიშნავს. ეს არის ღონისძიება, რათა ძიების დასრულებამდე რაიმე ფულადი ოპერაცია არ ჩატარდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: