ვახტანგ მაისაია: ნაციონალების მონაწილეობით შეიმქნება ახალი კოალიცია, რომელსაც სათავეში მარგველაშვილი ჩაუდგება!

ვახტანგ მაისაია: ნაციონალების მონაწილეობით შეიმქნება ახალი კოალიცია, რომელსაც სათავეში მარგველაშვილი ჩაუდგება!

 პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია იზიარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ბირთვი შექმნას და "ნაციონალები" შემოიკრიბოს. 

 

 "სავსებით შესაძლებელია, ახლო მომავალში ვიხილოთ ახალი კოალიცია, ახალი გაერთიანება, რომელიც დაკომპლექტდება "ნაციონალებით" და რომლის სათავეშიც იქნება მარგველაშვილი", - განაცხადა მაისაიამ.

 

  მისი თქმით, არამარტო გიორგი მარგველაშვილმა, სხვა სუბიექტებმაც შეიძლება ანალოგიური ნაბიჯი გადადგან, თუ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ამის შესაძლებლობა მისცათ.

 

  "მაგალითად, ირაკლი ალასანიამ და მისმა გარემოცვამ. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს მათი და "ნაცმოძრაობის" უკვე გახლეჩილი გუნდის გაერთიანება, რის შედეგადაც მივიღებთ სრულიად ახალ, რეინკარნირებულ "ნაციონალებს",- განაცხადა მაისაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: