ლევან ბერძენიშვილი: მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სიტემაში ვითარება რთულია და რეაგირებას მოითხოვს.
"მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე იყო ოდესმე. მარტივია როდესაც ყველას დაიჭერ და 30 ათასი პატიმარი გეყოლება.
ამ დროს სისტემაში ნაკლები პრობლემებია. ახლა ჩვენ გვყავს 4-ჯერ ნაკლები პატიმარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 4-ჯერ მეტი პრობლემა შეიძლება გვქონდეს", - აცხადებს ბერძენიშვილი.