როგორ ცხოვრობს სააკაშვილი ბრუკლინში დაყადაღებული ქონების ფონზე

როგორ ცხოვრობს სააკაშვილი ბრუკლინში დაყადაღებული ქონების ფონზე

  რუსეთის ტელევიზიის "როსია-24"-ის ეთერში გადაცემულ ვრცელ რეპორტაჟში საუბარია საქართველოს პროკურატურის მიერ ექს-პრეზიდენტის ქონების დაყადაღებაზე, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ მისი ქონების დიდი ნაწილი უკვე დასავლეთშია გაზიდული, ხოლო თვითონ მფლობელი უკვე თითქმის ერთი წელია, ნიუ-იორკში განცხრომით ცხოვრობს (ავტორი - თამარა ნერსესიანი).

 

  ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია მიხეილ სააკაშვილის ქონება, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ყვარელში მდებარე სახლს და იმ უცხოელ სტუმრებს, რომლებთაც ექს-პრეზიდენტი უმასპინძლდებოდა ხოლმე. "ოპოზიცია უკვე ემზადება, რომ პროკურატურის "უკანონო"  გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მის მიერვე თავის დროზე მიღებული კანონია გამოყენებული" (ვიდეოსიუჟეტში ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საუბრობს).

 

  მიხეილ სააკაშვილს ბრალს სდებენ აგრეთვე სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში, სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, უცხოელი მასაჟისტების დაქირავებაში და მათთვის დიდი ფულის გადახდაში, ხაზინის სახსრებით იახტებისა და ველოსიპედების დაქირავებაში... სხვათაშორის, ამ უკანასკნელის სიყვარული ექს-პრეზიდენტს ჯერ არ განელებია: გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსს" თუ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში "ნებაყოფლობით დევნილობაში" იმყოფება, ბრუკლინში განცხრომით ცხოვრობს და თავისუფალ დროს ველოსიპედით დასეირნობს.

           

  (რეპორტაჟში ვრცლადაა გადმოცემული გავლენიან ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შინაარსი, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: "ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და ინიცირებულია მისი დაუძინებელი მტრის, მარიონეტ-მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ").

 

  საერთოდ, სასურველი იქნებოდა, გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" მიხეილ სააკაშვილის ქცევის სხვა დეტალებითაც დაინტერესდეს და ცალკე სტატია გამოაქვეყნოს, მაგალითად, რატომ ღეჭავს იგი ჰალსტუხს და რატომ გარბის პანიკურად სროლის გაგონებაზე. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ასეთ ქცევას განსაზღვრული გადახრებით ხსნიან... ამასობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმე ისმინება. მორიგი სხდომა 19 ოქტომბერს უნდა გაიმართოს", - ნათქვამია რეპორტაჟში.

 

 

 

http://www.vesti.ru/doc.html?id=1991154

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: