"თავისუფალი ზონა" არ ხუმრობს!

"თავისუფალი ზონა"  არ ხუმრობს!

 "თავისუფალი ზონის"  ოფისში მისულ  საინფორმაციო სააგენტო  "ივერიონის"  და" კორესპონდენტის" ჟურნალისტებს    მუშაობის უფლება არ მისცეს. ინტერვიუს ჩაწერის დროს მათთან აგრესიულად განწყობილი "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა მოითხოვეს  შემდეგ  კი დაცვის თანამშრომლები გამოიძახეს რომელიც ჟურნალისტებს კამერის დამტვრევით დაემუქრნენ. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. 

"ივერიონი" ვიდეო მასალას უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ. 

   

 P.S.  ვიდრე ინფორმაცია გამოქვეყნებულა, ჩვენმა ჩვენმა კორესპონდენტებმა ადგილიდან შეგვატყობინეს, რომ "თავისუფალი თაობის" ორი აქტივისტი დააკავეს.

 

  ამ წუთებში დაძაბულობა კიდევ უფრო მატულობს. "თავისუფალი ზონის"  წარმომადგენლები შეჭრას აპირებენ! 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: