დავით ნარმანია პროტესტანტებს პირადად ხვდება
დღეს 3 საათზე სტუდენტებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ და თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.
ამ წუთებში, როგორც "ივერიონის" კორესპონდენტი იტყობინება დავით ნარმანიამ დააკმაყოფილა სტუდენტების მოთხოვნა და 5 კაციან საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
საინფორმაციო სააგენტო "ივერიონის" კორესპონდენტები ადგილზე რჩებიან და საინიციატივო ჯგუფის გამოსვლას ელოდებიან.
მერსა და სტუდენტებს შორის მიღებულ შეთანხმებას მიღებისთანავე გაგაცნობთ.
გიორგი დვალიშვილი