გაფიცულ მამაკაცებს სოლიდარობა ქალებმაც გამოუცხადეს
ჭიათურაში მუშების გაფიცვა გრძელდება. თუ მმართველი კომპანია გაფიცულთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ითხვისის მაღაროს 2500 მეტრის სიღრმეზე მყოფი თანამშრომელი პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
გაფიცული მუშები ხელფასის გაზრდასთან ერთად საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ.
გაფიცულ მამაკაცებს გუშინ თანამშრომელი ქალებიც შეუერთდნენ.
"ჯორჯია მანგანეზის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისული მდგომარეობის გამო, კომპანია ხელფასის მატებასთან დაკავშირებით სოლიდურ დაპირებებს ვერ იძლევა, თუმცა, უმოკლეს ხანში ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მოახერხებენ.
რაც შეეხება ხელფასებს, დაგეგმილია 32%-იანი მატება.