შალვა ნათელაშილი: საქართველომ აზიის მხარდაჭერა უნდა გამოიყენოს!

შალვა ნათელაშილი: საქართველომ აზიის მხარდაჭერა უნდა გამოიყენოს!

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაკუთარ ოფისში  კონფერენცია გამართა და შრი-ლანკის დედაქალაქში სტუმრობის შედეგებზე  ისაუბრა.


   მისი თქმით,  საქართველოს აყვავებისა და ბედნიერებისთვის აზიის პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. ორი წლის თანამშრომლობის მიუხედავად, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა ჩასვლა. საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლის დასწრებით დიდი პერსპექტივები იხსნება საქართველოსთვის, რადგანაც ამ კონფერენციაზე ესწრებიან აზიის ყველა სახელმწიფოდან მმართველი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები.


     „დასავლეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვევლინება, თუმცა არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ხდება ჩვენს გვერდით. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყოველი ის ინიციატივა, რომელიც წამოვა აზიიდან. დაემოკრატიული გზით განვითარება და კონფლიქტების დარეგულირება იქნება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის გარანტია“ -აცხადებს ნათელაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: