არჩილ თალაკვაძე: გიორგი ოქროპირიძის უსაფრთხოება დაცულია!
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეზე ფიზიკურ ზეწოლას უარყოფს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ თვითდაზიანება აღენიშნება.
"სახალხო დამცველის რწმუნებულის ოქმში წერია, რომ ადამიანს აღენიშნება ხელზე მხოლოდ თვითდაზიანება, რომელიც სათანადოდ არის დამუშავებული ექიმის მიერ და არანაირ ფიზიკურ ზეწოლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუ მომავალში ასეთი რამ მოხდება, უმკაცრესად დაისჯება ის ადამიანი, რომელიც უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ოქროპირიძის უსაფრთხოება არის დაცული, მე შევხდი მის მშობლებსაც, რომლებიც პანიკაში იყვნენ და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე",- განაცხადა თალაკვაძემ გადაცემაში "არჩევანი".