ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთთან ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების გაფორმებას დავაჩქარებთ!

გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთთან ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების გაფორმებას დავაჩქარებთ!

   საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა თურქეთის პრეზიდენტის  რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

  "დავაჩქარებთ ორმხრივი  ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების გაფორმებას თურქეთთან. წინასწარი სამუშაო უკვე ჩატარებულია ამ მიმართულებით.

   მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ განვაახლეთ ოცდაათზე მეტი ასეთი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება  და ერთერთი პირველი იქნება თურქეთი, ვისთანაც ჩვენ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ასეთ ხელშეკრულებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრვი ინვესტიციების ზრდას",-განაცხადა კვირიკაშვილმა.

  შეგახსნებთ, რომ  საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს  რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები- ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: