ბექა ცხადაძე:-"ჰარუნ მიქელაძის რიტორიკაში იკვეთება რელიგიური ექსტრემიზმის წახალისების საფრთხე"

ბექა ცხადაძე:-"ჰარუნ მიქელაძის რიტორიკაში იკვეთება რელიგიური ექსტრემიზმის წახალისების საფრთხე"

   სტუდენტი ბექა ცხადაძე, ბათუმში დაგეგმილ მუსლიმურ შეკრებას ეხმიანება და ამ თემასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

 

   "გავრცელებული ინფორმაციით 26 სექტებერს, ბათუმში მუსლიმები ფართომაშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ"

   

   -"19 სექტემბერს გამოვეხმაურე ქობულეთში მედრესის მშენებლობით გამოწვეულ პროტესტს და ვცადე საპროტესტო ტალღის განმუტხვა. კერძოდ, სააგენტო Newpos და sazogadoeba.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაში აღვნიშნე, რომ აჭარის მოსახლეობა შეადგენს 400.000 ადამიანს. ხსენებულ რეგიონში მაჰმადიანთა რაოდენობა არ აღემატება 20-25 პროცენტს. სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მონაცემებით კი ყოველწლიურად აჭარაში 2000-2500 მაჰმადიანი ქრისტიანად ინათლება და აჭარის სრული გაქრისტიანება რამდენიმე წლის საკითხია.

 

 

   განცხადებაში გაზგასმით აღვნიშნე, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მეჰმედ გორმეზთან შეხვედრის დროს დააყენა ინიციატივა- ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში არსებულ ქრისტიანულ ძეგლებს მიენიჭოს სამართლებრივი სტატუსი, დასახლდნენ ქართველი ბერები და აღდგეს წირვა-ლოცვა.

   განცხადების მთავარ გზავნილს საქართველოს საზღვრებს მიღმა, თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ქართულ მიწაზე მცხოვრები 5 მილიონი ქართველის ინტერესების დაფიქსირება წარმოადგენდა. ეს ადამიანები ინარჩუნებენ ქართულ ენას და კულტურას,  ქართულ დელეგაციებთან საუბარში ბევრი მათგანი გამოთქვამს მწუხარებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქრისტიანული სამლოცველოების არარსებობის გამო. 

   განცხადებაში ასევე ავღნიშნე, რომ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში არსებული რელიგიური მემკვიდრეობის დაბრუნების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვეშინდეს საქართველოში რამდენიმე მეჩეთის მშენებლობის და აღდგენის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს დაფინანსებით და იუნკერების სასაფლაოს ადგილზე, როგორც ეს ბათუმში იგეგმება.

   განცხადების პასუხად მუსლიმთა სამმართველოს ლიდერმა, ჰარუნ მიქელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ცხოვრობს 850.000 მუსლიმი. ბატონი ჰარუნი აქვე აღნიშნავს რომ მათი რაოდენობა მალე გაორმაგდება და ქრისტიანებს სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. მას რამდენჯერმე მოვუწოდე მსგავსი განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, რადგან მის რიტორიკაში იკვეთება რელიგიური ექსტრემიზმის წახალისების საფრთხე. სხვა საკითხია რამდენად რეალურია მუსლიმთა რაოდენობა, რომელსაც ბატონი ჰარუნი ასახელებს, რადგან NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად გამოკითხულდა 91 პროცენტი პატრიარქს ნდობას უცხადებს.

   საინფორმაციო სააგენტო არგუმენტი.გე-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 26 სექტებერს, ბათუმში მუსლიმები ფართომაშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ. მუსლიმთა სამმართველოს ლიდერის ექსტრემისტული განცხადებების და ზემოთხსენებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეთა მხრიდან არსებობს პროვოკაციის მოწყობის და დესტაბილიზაციის შემოტანის საფრთხე, რაც უწმინდესსა და თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის მიღწეული მოლაპარაკების ჩაშლას ემსახურება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, თავი შევიკავოთ ბათუმში საპასუხო აქციის გამართვისგან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: