რეგიონალური განვითარების მინისტრი გურიაში გაემგზავრა
რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ინტენსიური წვიმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.
ამ წუთებში ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, სოფელ შემოქმედთან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რეცხავს გზას, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.
ამავე გზის მე-5 კმ-ზე მდინარემ გზის სავალი ნაწილის 200 გრძივი მეტრი დატბორა, შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.