ვის დარჩება tv-25?!

ვის დარჩება tv-25?!

საქართველოს პარლამენტის არჩვენების ჩავლის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ მიმდინარე წლის მარტში ტელეკომპანია ტვ 25- გასხვისდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი არსებობს. მათ შორის ურთიერთ გამომრიცხავიც.


როგორც "ივერიონისთვის" გახდა ცნობილი ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეპატრონე ლევან ქარდავა ტელეკომპანიის თავდაპირველი დამფუძნებლებისთვის 49 პროცენტიანი წილის დაბრუნებას აპირებს.


როგორც ტვ 25 _ის ერთ-ერთმა დაფუძნებელმა გია სურმანიძემ "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა: "ორშაბათს ჩვენ გადმოგვეცემა ტელეკომპანიის 49% პროცენტი. ეს ყველაფერი განხორციელდება კანონის სრული დაცვით. ჩვენ ლევან ქარდავას დავუბრუნებთ მის მიერ გადახდილ თანხას. მართვის უფლება კი 51%-ის მფლობელს ბათუმელ ბიზნესმენს ჯემალ ვერძელაძეს ექნება".


მისი თქმით, ეს ჯერჯერობით სიტყვიერი შეთანხმების დონეზეა, ხოლო სამშაბათისთვის გახდება ცნობილი, თუ ვის დარჩება ტელე კომპანიის 49%"_განაცხადა გია სურმანიძემ.
ტელეკომპანია ტვ 25  ბათუმში მაუწყებლობს და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას ფარავს.


შეგახსენებთ, რომ ლევან ქარდავა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრია წალენჯიხის რაიონიდან. 

 

ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: