ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ხათუნა ლაგაზიძე: ტერორიზმის კვლევისა და პრევენციის რეგიონალური ცენტრი ნამდვილად უნდა შეიქმნას!

ხათუნა ლაგაზიძე: ტერორიზმის კვლევისა და პრევენციის რეგიონალური ცენტრი ნამდვილად უნდა შეიქმნას!

  "სირიელების საწვრთნელი ცენტრი არა, მაგრამ საქართველოში ტერორიზმის კვლევისა და პრევენციის რეგიონული ცენტრი ნამდვილად უნდა შეიქმნას",-ამის შესახებ პოლიტოლოგი  ხათუნა ლაგაზიძე facebook- ის საკუთარ გვერდზე  წერს. 

 

  ცნობისთვის, გავლენიანი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, რომ, ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს თავის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" მოწინააღმდეგე ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის განთავსება შესთავაზა.

 

  მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა გუშინ გავლენიანმა გამოცემა Foreign policy  -მ. გამოცემის ინფორმაციით, საქართველომ ბაზის განთავსების ინიციატივა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თბილისში ვიზიტის დროს წამოაყენა.

 

   Foreign policy სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ბაზის განთავსების შესახებ თუმცა, განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

 

 "ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად სხვადასხვა გზა განიხილება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

  მოგვიანებით განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელმაც უარყო ინფორმაცია საწვრთნელი ცენტრის გახსნის შესახებ.

 

  "IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

 

  "სირიელების საწვრთნელი ცენტრი არა, მაგრამ საქართველოში ტერორიზმის კვლევისა და პრევენციის რეგიონალური ცენტრი ნამდვილად უნდა შეიქმნას: რადგან ჩრიდლო კავკასია სულ უფრო აქტიურად ხდება ტერორისტების ადამიანური რესურსით მომარაგების წყარო და ფაქტია, რომ რუსეთი ამ პრობლემას მარტო ვერ აუდის, რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესშია ამ პრობლემასთან საერთო ძალისხმევით გამკლავება. ვიმეორებ, არა სამხედრო მეთოდებით, რაც ბუნებრივია დამღუპველია, რადგან ეს საზღვრის გაღმა-გამოღმა ანტიტერორისტული ფრონტის გახსნის ტოლფასი იქნება. არამედ, სწორედ იმ პრობლემების შესწავლითა და პრევენციით, რაც ჩრდილო კავკასიას ტერორისტების ინკუბატორად აქცევს. ეს უნდა იყოს ცენტრი, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეხმიანება და ბუნებრივია, ჩვენი უპირველეს პარტნიორთან - აშშ-სთან უნისონში".

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: