ესღა აკლდა გალს და გალელებს „სრული ბედნიერებისთვის“!
როგორც სარწმუნო წყაროები იტყობინებიან ოკუპირებული აფხაზეთი შეიძლება იზოლაციაშიც მოექცეს!
საქართველო-აფხაზეთის საზღვართან არსებული ოთხი გამშვები პუნქტიდან, მხოლოდ ერთი - ენგურის გამშვები პუნქტი დარჩება.
როგორც ქართული მხარე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ რუსეთის მითითებით მიიღო .
რუსეთის ფედერაციის განმარტებით, დაგეგმილი აკრძალვა ხელს შეუშლის კონტრაბანდის შეტანას რუსეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, ენგურზე მდგარმა საოკუპაციო ჯარებმა თვითნებურად „აამოქმედეს“ „კანონები“ და გალის მოსახლეობას თხილის გადატანის საშუალებას არ აძლევენ.
„ივერიონი“ აფხაზეთის დე-იურე მთავრობის კომენტარს უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ!