ჰერმან ვან რომპეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გავალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესზე ისაუბრეს.
"ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰერმან ვან რომპეის ასევე მიაწოდა ინფორმაცია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა",-აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.