გია ვოლსკი: თუ იგი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრებას გამოხატავს, პროგრესული მოსაზრებაა!

გია ვოლსკი: თუ იგი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრებას გამოხატავს, პროგრესული მოსაზრებაა!

   "ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ის, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლები უნდა დაარწმუნოს, რომ მათთვის საქართველოსთან ერთად ცხოვრება უკეთესია, კარასინის მიერ ჩამოყალიბებული თეორია არ არის. თუმცა დეპუტატს მიჩნია, რომ, თუ კარასინი ასე ფიქრობს, ეს პროგრესულია.

   "კარასინის ნათქვამი ერთი თემაა, მე არ ვიცი, არ წამიკითხავს ამის თაობაზე,  თუმცა ეს საერთოდ  არაერთხელ ითქვა უკვე ჩვენი ექსპერტების მიერ და დიდი ხანია, უკვე ეს პოზიცია არსებობს, რომ ქვეყანა, რომელიც აშენებს დემოკრატიას, აქვს ძლიერი ეკონომიკა, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, მიმზიდველია მათთვის, ვინც დროებით გამოეყო ქვეყანას სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში ეს იყო ომი, კონფლიქტები.

  მე ეს, კარასინმა რაც თქვა, არ წამიკითხავს, თუმცა ამას, თუ მან ასე თქვა, მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ იგი გამოხატავს რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრებას, საკმაოდ პროგრესული მოსაზრებაა",-განაცხადა ვოლსკიმ.

  შეგახსენებთ, რომ  კარასინმა განაცხადა, რომ მთავარია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დარწმუნება იმაში, რომ მათთვის ერთ კონფედერაციაში ან ფედერაციაში ცხოვრება საქართველოსთან უკეთესია, ვიდრე დამოუკიდებლად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: