ლევან ბეჟაშვილი: მოსმენებზე გასაღები ისევ შსს-ში დარჩება!

ლევან ბეჟაშვილი: მოსმენებზე გასაღები ისევ შსს-ში დარჩება!

   საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიუხედავად უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატების მცდელობისა, მოძებნონ გამოსავალი, სატელეფონო მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით, უმრავლესობას ამ საკითხის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

 

"რეალურად ცხადი არის, რომ მთავრობას, სამართალდამცავ ორგანოებს, რეალურად არ აქვთ პოლიტიკური ნება და სავარაუდოდ ეს ისევ დარჩება შსს-ში. ანუ, შსს-ს ექნება პირდაპირი წვდომა ნებისმიერ სატელეფონო საუბართან", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

  ევროსაბჭოს ექსპერტები ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ახალ მოდელს – ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: