ტურიზმის განვითარების ლიბერალური პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ!

ტურიზმის განვითარების ლიბერალური პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ!

წინა მთავრობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდას მიიჩნევს. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ტურისტების რაოდენობა სიმართლეს არ შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში ვიზიტორებსაც მათ რიცხვში თვლიან.


ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ტურისტების რაოდენობის დათვლა ხდება გაეროს "ტურისტების დათვლის სისტემის" მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქვეყანაში 24 საათს გაატარებს, ტურისტად ითვლება.


"ტურიზმი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. ის აუცილებელი პირობაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე უნდა შევინარჩუნოთ ტურიზმის განვითარების ლიბერალური პოლიტიკა. ტურისტების რაოდენობა 90-იანი წლების შემდეგ ძალიან გაზრდილია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ტურისტი შემოვიდეს, რადგან ეს ბევრ რეგიონში მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს", _ ამბობს ვერა ქობალია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: