ალეკო ელისაშვილი: სირცხვილი პოლიციას!
საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ლაშა მახარაძის ოჯახის წევრებს უბოდიშებს და აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს.
"თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ და ძალიან მაწუხებს ოქროპირიძესთან დაკავშირებული ამბავი, რადგან მეც ვიყავი შეწყალების კომისიაში. ჩვენ ძალიან დიდხანს ვმსჯელობდით ოქროპირიძეზე და ეს იყო ძალიან რთული საქმე, გამოშვებაზე უარი ვთქვით, მაგრამ გავუნახევრეთ სასჯელი, ამის შემდეგ მას ძალიან მარტივად შეეხო უდო.
როცა გავიგე, თავზარი დამეცა, რომ ოქროპირიძეს კიდევ ჩაუდენია ასეთი რამ. სირცხვლი პოლიციას, კაცი თუ ზარბაზნებით დადიოდა ქუჩაში და თან თუ ხალხი დაჭრა და ყურადღებას არ აქცევდნენ, ეს საერთოდ გამაოგნებელია,"- განაცხადა ელისაშვილმა გადაცემაში "რეაქცია".
ცნობისთვის, გიორგი ოქროპირიძემ 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც ს საავადმყოფოში გარდაიცვალა.