ირაკლი ალასანია: ის ვაჟკაცები, ვინც ჩვენი შვილებისთვის თავი შესწირეს, ყველასთვის მაგალითია!
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, სამების საკათედრო ტაძართან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენი გმირები, ის ვაჟკაცები, რომლებმაც ჩვენი დღევანდელობისთვის და ჩვენი შვილებისთვის 21 წლის წინ თავი შესწირეს, ყველასთვის მაგალითია.
"დღევანდელი პანაშვიდი, რომელსაც ჩვენი უწმიდესი აღავლენს კიდევ ერთი დასტურია, რომ ღმერთი ყოველთვის არის მათთან, ვინც საკუთარ ქვეყანას იცავს. ჩვენი გმირები, ის ვაჟკაცები, ვინც ჩვენი დღევანდელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის 21 წლის წინ თავი შესწირეს, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის მაგალითია. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მათ დიდ წვლილს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრი მოადგილეებთან ერთად ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე ლიტურგიაზე იმყოფებოდა.