ირაკლი შიხიაშვილი: უნდა ვიბრძოლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

ირაკლი შიხიაშვილი: უნდა ვიბრძოლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

  ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ   ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.


 "დღევანდელი დღე მართლაც მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. მაგრამ ამ დღეს გვახსენდება, რომ ვალდებულება გვაქვს ცხოვრების და ბრძოლის გაგრძელების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, როგორც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. მადლობა ღირსეულ ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს სამშობლოს", - განაცხადა შიხიაშვილმა.

  გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: